Windows-ის ენის ინტერფეისის პაკეტი (LIP) უზრუნველყოფს Windows-ის ხშირად გამოყენებადი ადგილების ნაწილობრივ ნათარგმნ ვერსიას. LIP-ის ინსტალაციის შემდეგ, ტექსტი ოსტატებში, დიალოგურ სარკმელებში, მენიუებსა და დახმარებისა და მხარდაჭერის თემებში იქნება ნაჩვენები LIP-ის ენაზე. უთარგმნელი ტექსტი განთავსდება Windows 7-ის საწყის ენაზე. მაგალითად, თუ იყიდით Windows 7-ის ესპანურ ვერსიას და დააინსტალირებთ კატალონიურ LIP-ს, ტექსტის ნაწილი დარჩება ესპანურ ენაზე. შეგიძლიათ დააინსტალიროთ ერთზე მეტი LIP-ი. Windows LIP-ების დაინსტალირება შესაძლებელია Windows 7-ის ყველა გამოცემაზე.
ინსტრუქციები
გაფრთხილება: თუ ჩართული გაქვთ BitLocker დაშიფრა, გთხოვთ შეაჩეროთ იგი, სანამ დააყენებთ LIP-ს. გახსენით Control Panel, აირჩიეთ System and Security, შემდეგ BitLocker Drive Encryption. დააწკაპუნეთ Suspend Protection.
ვინაიდან Windows 7 LIP-ის 32-ბიტიანი და 64-ბიტიანი ვერსიებისათვის განსხვავებული ფაილები უნდა ჩამოიტვირთოს, მნიშვნელოვანია დაადგინოთ, თუ Windows 7-ის რომელ ვერსიას იყენებთ:
დააწკაპუნეთ ღილაკზე Start და შემდეგ მარკვენა ღილაკით დააწკაპუნეთ „Computer"-ზე. შემდეგ ამოირჩიეთ Properties . ამით სისტემა თქვენი კომპიუტერის ძირითად მონაცემებს გაჩვენებთ.
გადაამომეთ „System"-ის სექცია, სადაც ნაჩვენები იქნება „System type". ეს საშუალებს მოგცემთ გაიგოთ, Windows 7-ის 32-ბიტიან ვერსიას იყენებთ, თუ 64-ბიტიანს
32-ბიტიანი ვერსიის ინსტალაციისათვის თქვენ შეგიძლიათ:
დააწკაპუნოთ ღილაკზე ჩამოტვირთვა, ხოლო შემდგომ ღილაკზე Open, რათა დაიწყოს LIP-პაკეტის ინსტალაცია;
ან
დააწკაპუნოთ ღილაკზე ჩამოტვირთვა დააწკაპუნოთ ღილაკზე Save, რათა ფაილი თქვენს კომპიუტერში მოთავსდეს, მოიძიოთ ჩამოტვირთული ფაილი და დააწკაპუნოთ მასზე ორჯერ, რათა დაიწყოს LIP-პაკეტის ინსტალაცია.
64-ბიტიანი ვერსიის ინსტალაციისათვის აუცილებელია გამოიყენოთ ზემოთ მითითებული მეორე ვარიანტი.
|