წელი: 2001
დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ ბეგიაშვილი
სცენარის ავტორი: ნოდარ ბეგიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: სოფო კვანტალიანი
კომპოზიტორი: ია საკანდელიძე
კომპიუტერული გრაფიკა/მონტაჟი: ოთარ წირქვაძე
ანიმაციური ფილმი პონტო - შავი, შავი ზღვა ბავშვების გაცოცხლებული ნახატების მიხედვითაა შექმნილი. ტექსტის ავტორები და გამხმოვანებლებიც ნაწილობრივ ბავშვები არიან. ფილმი მოგვითხრობს ზღვასთან პირველი შეხვედრის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე:<br>"...რა არის ზღვა? უზარმაზარი წყლის წვეთი?"<br>"...ზღვა გულაღმა იწვა და ფიქრობდა, თუ რა იყო ცა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცა მისივე ანარეკლი იყო... ცა კი პირიქით ფიქრობდა..."
|