წელი: 1956 ქვეყანა: საქართველო რეჟისორი: ლეო ესაკია როლებში: ოთარ კობერიძე (ბაში-აჩუკი), დოდო აბაშიძე (აბდუშაჰილი), ლია ელიავა (მზისა და მთვარისა), მედეა ჩახავა (მელანო), დოდო ჭიჭინაძე (ნინო), კოტე დაუშვილი (სელიმხანი), იუსუფ (იოსებ) კობალაძე (ჩოლოყაშვილი), მერი დავითაშვილი (თიმსალ-მაკო), გურამ საღარაძეგურამ საღარაძე (ფეიქარ მირზა ახუნდი), თამარ ციციშვილითამარ ციციშვილი (ერისთავის ქალი )
XVII საუკუნეში კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით დაწყებული აჯანყება მთელს საქართველოს მოედო. იმერელი ჭაბუკი, მეტსახელად "ბაში-აჩუკი", მუსრს ავლებს ყიზილბაშებს. იგი ტყვეობიდან ათავისუფლებს შაჰის ჰარამხანისთვის სპარსეთისკენ გარეკილ ქალიშვილებს, რომელთა შორის მისი ტყუპი დებიც არიან. ბაში-აჩუკის მიერ ორთაბრძოლაში დამარცხებულ სპარს ფალავანს, მოსისხლე მტერს, აბდუშაჰილს, ერთი მათგანი, მზისა, შეუყვარდება. მის სიყვარულში დარწმუნებული მზისა აბდუშაჰილს აჯანყებულ ქართველთა ბანაკში მიიყვანს, სადაც გაირკვევა, რომ ისიც ქართველია – ბავშვობაში სამშობლოდან გატაცებული და მტრის კარზე გაზრდილი. აბდუშაჰილის ლაშქარი იარაღს დაყრის. ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდება.
ჯვრის მონასტერი იერუსალიმში - ზურა ენდელაძე
გალობა ჯვრის მონასტერი
Βασίλισσα του Kόσμου - Queen of the World - Pl. 1st Tone
Polyeleos - Chœur des Moines de Chevetogne
Simonopetra Monastery Monks - Polyeleos, Psalm 135
Psalm 144
Psalm 94-95
გული ჩემი აღავსე ღმერთო (გალობა)
Честнейшую херувим (Pray)
ORTHODOX DIVINE LITURGY -THE CREED ,Τό Σύμβολον τής Πίστεως.