წელი: 1975 დამდგმელი რეჟისორები: ლევან ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გულნარა ბერიაშვილი მემონტაჟე: ნუნუ თავბერიძე მონაწილეობენ: ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (ჩიკოტელა), ჯემალ ღაღანიძე (ჩირიკი), ნინო (II) დოლიძე (თეთრუა), გელა გონიაშვილი (კიკრიკიკო), მარინე თბილელი (თაშნაურა), ლეილა ძიგრაშვილი (შოშმანა), ეთერ აბზიანიძე (ზიზილა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მღვდელი), რამაზ ჩხიკვაძე (გიტარა–მაიორი), ნოდარ ფირანიშვილი (ჰერატიდი), ზოზო (იასონ) ბაქრაძე (ქაშპურა), ლევან (ლეო) სოხაშვილი (მარტორქა), ვასილ ჩხაიძე, ი. ჯავახიშვილი, ავთო კვარაცხელია, გია ლაზიშვილი, ზ. ბახტაძე, ემზარ ნიკოლაძე, გიგუშა წიკლაური
ჩიკოტელა საკმევლის ქილაში ძველ სიგელს იპოვის, მეფე ერეკლეს ნაბოძებად ჩათვლის და მეზობელ ჩირიკთან ვენახის მოსაზღვრე ნაკვეთისთვის დავას განაახლებს. მღვდელი სიგელს სახალხოდ წაიკითხავს, ერეკლეს ხელმოწერას ვერ აღმოაჩენს და სიგელს ყალბად ჩათვლის. ჩიკოტელა განსაკუთრებით გაბრაზდება, როდესაც სიგელს ვირი შეჭამს და ლამის მის ხელსაც მიაყოლებს. ერთხელ ჩიკოტელა ეკლესიის ნანგრევებში საკუთარ შვილს ჩირიკის შვილთან ერთად წააწყდება. როდესაც გაიგებს, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, გაბრაზება გაუვლის და მათ დაქორწინებას გადაწყვეტს. ჩირიკი და ჩიკოტელა დამოყვრდებიან.
ერთ ხმიანი ბიზანტიური გალობა ქართულად. გალობს იოანე დამასკელის სახელობის გუნდი
გალობა ჯვრის მონასტერი
Βασίλισσα του Kόσμου - Queen of the World - Pl. 1st Tone
Polyeleos - Chœur des Moines de Chevetogne
Simonopetra Monastery Monks - Polyeleos, Psalm 135
Psalm 144
Psalm 94-95
გული ჩემი აღავსე ღმერთო (გალობა)
Честнейшую херувим (Pray)
ORTHODOX DIVINE LITURGY -THE CREED ,Τό Σύμβολον τής Πίστεως.
საიტის მეგობრები
troparion of Saint Mark by yieroda Makarios of Nairobi