წელი: 1975 დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე სცენარის ავტორი: ელგუჯა ჟღენტი დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი კომპოზიტორი: დავით თორაძე ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი მემონტაჟე: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: კარლო საკანდელიძე (ზაქრო), გივი ბერიკაშვილი (ფირუზა), კახი კავსაძე (ელიბო), გულჩინა დადიანი (მაკრინე), დავით ვაშაკიძე (სანდალა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (თედო), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ლექსო)
მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს.
ერთ ხმიანი ბიზანტიური გალობა ქართულად. გალობს იოანე დამასკელის სახელობის გუნდი
გალობა ჯვრის მონასტერი
Βασίλισσα του Kόσμου - Queen of the World - Pl. 1st Tone
Polyeleos - Chœur des Moines de Chevetogne
Simonopetra Monastery Monks - Polyeleos, Psalm 135
Psalm 144
Psalm 94-95
გული ჩემი აღავსე ღმერთო (გალობა)
Честнейшую херувим (Pray)
ORTHODOX DIVINE LITURGY -THE CREED ,Τό Σύμβολον τής Πίστεως.
საიტის მეგობრები
troparion of Saint Mark by yieroda Makarios of Nairobi