წელი: 1942-1943 ფესტივალები და პრიზები: ფილმის პირველ სერიას მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1943).
ფილმის მეორე სერიას მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1946). გამომშვები: საქართველო გახმოვანება: ქართული (ორიგინალი) დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი სცენარის ავტორები: ანა ანტონოვსკაია, ბორის ჩორნი დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი დამდგმელი მხატვრები: მიხეილ გოცირიძე, რევაზ მირზაშვილი, ი. შვეცი, კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, დავით ლომიძე მემონტაჟე: ვასილ დოლენკო მონაწილეობენ: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი–სააკაძის ცოლი), ლიანა ასათიანი (თეკლე–სააკაძის და), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა – სააკაძის შვილი ბავშვობაში), გაიოზ შარაშიძე (ავთანდილი – სააკაძის შვილი ბავშვობაში), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეორე), მედეა ჯაფარიძე (თინათინი–ლუარსაბის და), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ორბელიანი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), კირილე მაჭარაძე (ციციშვილი), ნიკოლოზ მამულაშვილი (სოლოღაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოხტა ყარალაშვილი (ქვლივიძე), აკაკი ვასაძე (შაჰ–აბასი), მიხეილ ჩიხლაძე (ყორჩი ხანი), არტემ ლუსინიანი (ვერდიბეგი–ყორჩი ხანის შვილი), გიორგი როსება (კოლოტაური–შადიმანის ციხის უფროსი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), გიორგი ფრონისპირელი (მოხუცი ბადრი), ივანე პერესტიანი (რუსეთის ელჩი), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი (დათო), ვასილ ბალანჩივაძე (გლეხი), გიორგი დავითაშვილი (კათალიკოსი), ალექსანდრე ეძგვერაძე (დათარსი), ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, ივანე (ვანო) თოიძე (გიგა), პეტრე მორსკოი, ელენე ჩოხელი
გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის "დიდი მოურავის" მიხედვით (I სერია 1942 წელს, II სერია 1943 წელს).
თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში უდგას გიორგი სააკაძე, ის თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ და ქართლის მეფეს, ლუარსაბ II–ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ თვლიან, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს მას შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს გადასცემენ. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.
ერთ ხმიანი ბიზანტიური გალობა ქართულად. გალობს იოანე დამასკელის სახელობის გუნდი
გალობა ჯვრის მონასტერი
Βασίλισσα του Kόσμου - Queen of the World - Pl. 1st Tone
Polyeleos - Chœur des Moines de Chevetogne
Simonopetra Monastery Monks - Polyeleos, Psalm 135
Psalm 144
Psalm 94-95
გული ჩემი აღავსე ღმერთო (გალობა)
Честнейшую херувим (Pray)
ORTHODOX DIVINE LITURGY -THE CREED ,Τό Σύμβολον τής Πίστεως.
საიტის მეგობრები
troparion of Saint Mark by yieroda Makarios of Nairobi