ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:08
DOWNLOAD2010
მთავარი | ფაილების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
Website Translator

შესვლის ფორმა
დაზიარება

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
რელიგია [227]
ქართული [106]
ოხუნჯები [11]
ანიმაციური [199]
დოკუმენტური [39]
დეტექტივი [33]
დრამა [133]
ისტორიული [12]
კომედია [185]
მიუზიკლი [8]
მელოდრამა [23]
მისტიკა [6]
მძაფრ-სიუჟეტიანი [85]
პატრიოტული [0]
რომანტიული [4]
საშინელება [25]
სათავგადასავლო [109]
ტრილერი [122]
ფანტასტიკა [74]
კონცერტი [82]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 140
Youtube & Facebook

სტატისტიკა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტატისტიკა
რეკლამა
რეკლამა

API Яндекс.Карт
Быстрый старт. Размещение интерактивной карты на странице
IP მისამართი

track my ip

TITLE тэг
მთავარი » ფაილები » ფილმები » რელიგია

დოკუმენტური ფილმი იეღოვას მოწმეების სექტის შესახებ ქართული თარგმანით.
11.12.2014, 12:25

 

 

 

წელი: -
ხანგრძლივობა: 52.31 წუთი
გახმოვანება: ქართული
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: -
როლებში: -

 

თქვენთან მოდის ორი ახალგაზრდა, რეკს ზარს, იწყებს საუბარს ღმერთზე, გადმოგცემთ ჟურნალს "საგუშაგო კოშკი" და გთავაზობთ, მათთან ერთად შეისწავლოთ ბიბლია. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მათ სახლში შემოუშვებთ. შეიძლება თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდეთ, რომ თქვენ სახლს ესტუმრა ტოტალიტარული სექტა "იაღოვას მოწმეები". გახსოვდეთ, რომ "საგუშაგო კოშკის საზოგადოებიდან" მხოლოდ ორი გზა არსებობს - ფსიქიატრიული საავადმყოფო ან სიკვდილი.
მაშ, ვინ არიან ეს აქტივისტ-მქადაგებლები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ქრისტე ღმერთი კი არა, მხოლოდ ღმერთის ქმნილებაა, და რომ დედამიწაზე მოსვლამდე იგი ზეცაში მთავარანგელოზი მიქაელი იყო? ვინ არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ სწავლება წმიდა სამებაზე ეშმაკის მოგონილია, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებში ღმერთს კი არა, სატანას ემსახურებიან, და რომ ქრისტიანული დღესასწაულებისა და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა უდიდესი ცოდვაა? რა აიძულებთ ამ უცნაურ "ქრისტიანებს", არცთუ ალერსიანი მიღების მიუხედავად, ჯიქურ იარონ სახლიდან სახლში და იმეორონ გაზუთხული ფრაზები? მაშ ასე, ვინ არიან და რას მოწმობენ ისინი? "იეღოვას მოწმეებს" არ უყვართ საკუთარ თავსე საუბარი და ვერც იმაზე მეტს შეიტყობთ, რაც უკვე სწერია მათ ბრჭყვიალა ბუკლეტებში, რომლებიც ბანანის კუნძულებზე დასასვენებელ რეკლამებს უფრო მოგვაგონებს. რიგითი "მოწმეების" აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ ორგანიზაციის ისტორიასა და მიზნებზე; მმართველი კორპორაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ისტორია არ გახმაურდეს. მათ მართლაც ბევრი რამ აქვთ დასამალი, რადგან მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა მათი "ჭეშმარიტი სწავლება", იგი მრავალგზის იცვლებოდა, და ამასთან, მუდამ
"ჭეშმარიტად" რჩებოდა.
  ყველაფერი კი ასე დაიწყო: პიტსბურგის საგალანტერეო მაღაზიების მფლობელმა, ჩარლზ რასელმა (1852-1916წ.წ), რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება, დაიწყო ბიბლიის თვითნებური განმარტება. ბიბლიის მიხედვით გაკეთებული "გულმოდგინე გამოთვლების" შემდეგ, მან საკუთარ ჟურნალში, "სიონის საგუშაგო კოშკი", გამოაქვეყნა მანამდე ყველასათვის უცნობი "გამოცხადება". ამ "წინასწარმეტყველების" არსი კი ის გახლდათ, რომ 1914 წელს დაიწყებოდა არმაგედონი, ე.ი. ქრისტიანული სამყაროს სრული განადგურება, დაიხოცებოდა ყველა გარდა 144 ათასი რჩეულისა, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, რასელის მიერ 1884 წელს დაარსებული "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" წევრები იქნებოდნენ. გამოაცხადა რა თავი "მოძღვრად", მან გამოსცა წინააღმდეგობებითა და თვითნებური განმარტებებით სავსე 6-ტომეული შრომა "საღმრთო წერილის გამოკვლევა", რომელიც აღარანაირ ეჭვს არ ტოვებს ავტორის სრულ რელიგიურ გაუნათლებლობაში.
1913 წელს რასელს სასამართლოში უჩივლა მისმა მეუღლემ და იგი გარყვნილებასა და ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. რასელის ცოლმა ეს პროცესი მოიგო. ოდნავ მოგვიანებით რასელი მეორედაც გაასამართლეს, ამჯერად თაღლითობისა და სექტის ფინანსების თვითნებური გამოყენებისთვის. სასამართლო პროცესზე "მოძღვარმა" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, როდესაც დაიფიცა (იმ პერიოდში ამერიკის სასამართლოში
წესისამებრ ბიბლიაზე იფიცებდნენ), რომ ბრწყინვალედ ფლობს ბერძნულ ენას, სინამდვილეში კი ბერძნული ანბანის ასოებსაც კი ვერ ასახელებდა. მოვიდა 1914 წელიც, მაგრამ დაპირებული "ქვეყნის აღსასრული" არ დადგა და მრავალმა წევრმა დატოვა სექტა. "მოძღვარი" რასელი არ დაიბნა და არმაგედონი 1915 წლისათვის გადაიტანა, რომელმაც აგრეთვე მშვიდობიანად ჩაიარა. 1916 წელს კი თავად "უიღბლო წინასწარმეტყველიც" გარდაიცვალა, რომელმაც თავისი უაზრო სწავლებით ათასობით მიამიტი ადამიანი სამუდამო სიკვდილით უფსკრულისაკენ მიმავალ გზას გაუყენა.
სექტის მომდევნო ხელმძღვანელი გახდა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელმაც პირველი რაც გააკეთა, არმაგედონის ახალი თარიღი - 1918 წელი დაასახელა. ამ თარიღის მშვიდობიანად გასვლის შემდეგ, "მთელი რიგი მარტივი გამოთვლებით", რუტერფორდმა "ადამიანური ცივილიზაციის აღსასრული" 1925 წლისთვის დაადგინა. ამ წელს იმდენად დიდი იყო ქვეყნის აღსასრულის რწმენა, რომ ბევრმა ფერმერმა 1925 წლის გაზაფხულზე მინდვრებიც კი არ დაამუშავა. მორიგი კრახის შემდეგ არმაგედონის თარიღი დიდხანს აღარ სახელდებოდა, ვიდრე მან 1942 წლისათვის არ გადაინაცვლა; კვლავ "გული მიეცა" ათასობით გულუბრყვილო ადამიანს. არმაგედონის შემდეგ "მიწაზე დამყარებული სამოთხის" მოლოდინში მათ სანდიეგოში ააშენეს ბრწყინვალე სახლი, სახელად "ბეთსარიმი" (ებრაულად "მთავართა სახლი"), რომელშიც მშვიდად ცხოვრობდა სექტის მეთაური 1942 წლამდე, თავის გარდაცვალებამდე. დავასახელებთ "საგუშაგო კოშკის" მიერ დადგენილ კიდევ რამოდენიმე თარიღს სამყაროს "გაჟლეტისა და არსებული სისტემის სრული განადგურების" წინასწარმეტყველებით: 1946 - 1955 - 1966 - 1975 და ბოლოს 1980 წელი.
როგორც ვხედავთ მათი წინასწარმეტყველებანი ცრუ აღმოჩნდა. გამოდის, რომ "იეღოვას მოწმეთა" ყველაზე საშიში მტერი მათივე ლიტერატურაა, რომელიც არამც და არამც არ მეტყველებს მათი სწავლების საღმრთო ბუნებაზე. სწორედ ასეთი წინასწარმეტყველების შესახებ ამბობს წმიდა წერილი:
წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს" (მეორე სჯული 18.22).
კერძო საუბრებში "მოწმეები" აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ სახარებით ცხოვრობენ და ნათლად ესმით ღმრთის სიტყვა. მართალია თუ არა ეს, ამის გარჩევა არ იქნება რთული, თუკი მათ "მოძღვრებას" ბიბლიას შევადარებთ.
წმიდა სამების შესახებ 
- იეღოვას მოწმეები: "სწავლება სამებაზე არის არასწორი, არაბიბლიური სწავლება, რომელიც გადმოღებულია წარმართებისგან და სატანისაგან მომდინარეობს" ("საგუშაგო კოშკი". 1946 წ; გვ. 81; 1995 წ. თებერვალი, გვ.5).
- ბიბლია: ჯერ კიდევ ძველი აღთქმა დასაწყისშივე ამტკიცებს: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად... შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად" (დაბ. 1. 26-27). "გავაჩინოთ" – მიუთითებს შემოქმედი ღმერთის პირთა სიმრავლეზე; შემდგომ წმიდა წერილი ამბობს: "შექმნა ღმერთმა", რითაც ხაზი გაუსვა, რომ ღმერთის ამ სამ სახეში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი.
- ახალი აღთქმა კი მოწმობს: "და ნათელ-იღო იესო და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისა, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმა იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელ მე სათნო-ვიყავ." (მათე 3. 16-17);
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28. 19);
"არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამა ჩემ თანა არს? სიტყუათა, რომელთა გეტყ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყ, არამედ მამა ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამა ჩემ თანა არს? უკეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენენ ჩემი" (იოანე 14. 10-11); 
"ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქვენ ყოველი და მოგა სენოს თქუენ ყოველივე, რაოდენი გარქუ თქუენ"
(იოანე 14.26.); 
"ესე იესო აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; მარჯვენითა უკუე ამაღლდა და აღთქუმა სულისა წმიდისა მოიღო და მოჰფინა, რომელსა-ესე თქუენ აწ ჰხედავთ და გესმის" (საქმე მოციქულთა 2.32-33)
- მოციქულ პეტრეს მიერ სულთმოფენობას ხალხის წინაშე წარმოთქმული სიტყვები.
"წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისათა და სიწმიდითა სულისათა დასამორჩილებლად და საპკურებლად სისხლისა იესო ქრისტესისა მადლი თქუენ თანა და მშდობა განმრავლდინ!" (1 პეტრე. 1.2);
"მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა
თქუენ ყოველთა თანა. ამინ." (2 კორინთელთა 13.13); 
"რამეთუსამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამა, სიტყუა და სული წმიდა; ესე სამნი ერთ არიან." (1 იოანე 5.7.)
სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე დაფუძნებულია ბიბლიაზე.
უფალ იესო ქრისტეს შესახებ
- იეღოვას მოწმეები: "იესო არის არა ღმერთი, არამედ იეღოვას პირველი ქმნილება" (`იეღოვას მოწმეები მე-20 საუკუნეში~ 1994 წ., გვ.13); "იესო იყო განხორციელებული მთავარანგელოზი მიქაელი, და ზეცად ამაღლებულმა სახელი მიიღო" (`რას თხოულობს ჩვენგან ღმერთი~ 1996 წ., გვ.6).
- ბიბლია: მათეს სახარების პირველსავე თავში ნათქვამია, რომ ბეთლემში შობილი ყრმა არის ღმერთი, რომლის შობაც ნაწინასწარმეტყველებია ძველ აღთქმაში:
"აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩვენ თანა ღმერთი" (მათე 1.23; ესაია 7.140); 
ანგელოზი კი ამგვარად აუწყებს მწყემსებს:
"რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკა 2.11). 
წმინდა პავლე მოციქული ამბობს:
"და აღსარებულად დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ორცითა..." (1 ტიმოთეს 3.16).
თავად მამა ღმერთი მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ: "ესე არის ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავი" (მათე 3,17;)
"საქმენი წამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე. და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთვის" (იოანე 5. 36-37) როდესაც ჰკითხეს უფალს: ჯერ ორმოცდაათი წლისაც
არა ხარ და აბრაამი გინახავს?
"ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ" (იოანე 8. 57-58).
"ვარ", როგორც ძველ აღთქმაშია ნათქვამი, ნიშნავს ღმერთს: "მე ვარ, რომელიც ვარ" (დაბადება 3.14). "... დიდება ჩემი არარა არს, არამედ არს მამა ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი." (იოანე 8. 54); "მე და მამა ჩემი ერთ ვართ" (იოანე 10.30);
"თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ." (იოანე 13.13).
თავად წმიდა მოციქულები არაერთგზის საუბრობდნენ ქრისტე მაცხოვრის ღმრთაებრიობაზე. 
თომა მოციქული აღდგომის შემდეგ მიმართავს მაცხოვარს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იოანე 20.28). 
 მოციქული პეტრე: "...ქრისტე ხორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა..." (რომაელთა 9. 5) 
"ჩუენდა ერთ არს მამა, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ მისა მიმართ, და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი და ჩუენ მის მიერ." (1 კორინთელთა 8.6); 
"ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესო უფალი, მას შინა ვიდოდეთ... რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსება ღმრთეებისა ხორციელად" (კოლასელთა 2. 6,9). 
"ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან... განგამტკიცენინ თქუენ ყოველითა სიტყთა და საქმითა კეთილითა" (2 თესალონიკელთა 16-17); 
"დამარხვად შენდა მცნება იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა" (1 ტიმოთეს 6. 14); 
 "და მოველოდეთ ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრებისა ჩუენის იესო ქრისტესსა" (ტიტეს 2.13) 
 ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მთავარანგელოზი მიქაელი იქცა ქრისტედ; იგი მკაფიოდ განასხვავებს ღმერთს ანგელოზებისაგან (ებრაელთა 1.11-14). 
 ქრისტეს ღმრთაებრიობის დამადასტურებელი პირდაპირი მითითებები, როგორც ვხედავთ, ბევრია. 
ბიბლიის საღვთისმეტყველო ლექსიკონში მხოლოდ მითითებები ბიბლიაზე რამოდენიმე გვერდს იკავებს, მაგრამ "იეღოვას მოწმეებს" ურჩევნიათ იკითხონ არა ბიბლია, არამედ ტვინის ამრევი ბრუკლინის (ა.შ.შ.) სპეციალისტების მიერ შედგენილი ბიბლიის კონსპექტი, რომელიც არ შეესაბამება ბიბლიის ჭეშმარიტ ტექსტს. სწორედ ასეთი "მისიონერების" შესახებ გვაფრთხილებს მოციქული იოანე ღმრთისმეტყველი, როდესაც ამბობს:
"ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარყოს, ვითარმედ იესო არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარყოს მამა და ძე. ყოველმან, რომელმან უარყოს ძე, არცა მამა არს მის თანა და რომელი აღიარებს ძესა, მამაცა არს მის თანა" (1 იოანე 2. 22-23).
"იეღოვას მოწმეებს", ისევე როგორც სხვა ტოტალიტარულ კულტებს, გააჩნიათ მმართველობის მკაცრი სისტემა; მეთაურობს მმართველი კორპორაცია, რომელიც აბსოლუტურ ხელისუფლებასა და ერთადერთ ავტორიტეტს წარმოადგენს. ყველანი, ვინც შეძლეს მოენახათ საკუთარ თავში იმის ძალა და სიმამაცე, რომ დაეტოვებინათ სექტა, ამბობენ, რომ იქ მოხვედრილთ ელით არა ბიბლიის შესწავლა, არა ლოცვა და კეთილმსახური ცხოვრება, არამედ ტვინის უმოწყალო რეცხვა, რაც ამერიკული წესისამებრ ლამაზადაა გაფორმებული. "იეღოვას მოწმეს" მკაცრად ეკრძალება: საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება, დაბადების დღის აღნიშვნა, სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, სამხედრო სამსახური და ურთიერთობა იმათთან, ვინც არ მიიღო მათი მოძღვრება.
ასეთი კაბალური მცნებების მიზეზით ათიათასობით ოჯახი დაინგრა, ამდენივე ბავშვი დაობლდა. იეღოველთა უსაშინლეს ცდომილებას წარმოადგენს სისხლის გადასხმის კატეგორიული აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მსგავსს არაფერს ამბობს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში იღუპება ათასობით ადამიანი, რომლებიც ფანატიკურად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე; იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ბავშვები, რომელთა გადარჩენაზე უარს ამბობენ მათი მშობლები. სწავლება არმაგედონზე, რომლითაც კორპორაციას დაშინებული ჰყავს რიგითი სექტანტები, ქადაგებს "თანამედროვე მიწიერი ცივილიზაციის სრულ განადგურებასა" და გადარჩენილი "იეღოვას მოწმეების" "უსასრულო ნეტარებით ტკბობას". ამგვარია ბრუკლინის კორპორაციის "სახარება არმაგედონზე".
ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს, ჩავთვალოთ "იეღოვას მოწმეები" არაადამიანურ ტოტალიტარულ სექტად, რომელიც ლახავს ადამიანის თავისუფლებას და საზოგადოების ცხოვრებაში დამანგრეველი საწყისი შემოაქვს. სექტაში მოხვედრილი ადამიანი სოციალურად უსარგებლო ხდება ოჯახისა და სახელმწიფოსათვის. სექტა მანიპულირებს რელიგიური გრძნობებით, ქადაგებს სიძულვილს წმიდა ეკლესიისადმი, ეროვნული კულტურისადმი, ნერგავს მტრობას ადამიანებში და შეუწყნარებლობას ნებისმიერი ოპოზიციისადმი. ბევრ ქვეყანაში სექტა ოფიციალურადაა აკრძალული, რადგან მისი ქადაგების ძირითად თემას რელიგიებს შორის შუღლის გაღვივების პროპაგანდა წარმოადგენს.
შეგვეწიოს უფალი, რათა არ დაუშვას ამ სიმსივნის გავრცელება თანამედროვე საზოგადოებაში. მოგვცეს უფალმა სულიერი სიბრძნე, სიფხიზლე და კეთილგონიერება, რათა არ გადაგვიბირონ იეღოველებმა და არ დავუთმოთ მათ ჩვენი შვილები. როგორც მოციქული პეტრე გვაფრთხილებს,
"თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთუსჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ." (2 პეტრე 3. 17-18).


ექვსი შეკითხვა „იეღოვას მოწმეებს“

„იეღოვას მოწმეთა“ რიცხვში აღმოჩენილო ძვირფასო თანამემამულეებო! იცით თუ არა, რომ:

1. ეს რელიგიური ორგანიზაცია 1878 წელს წარმოიშვა ა.შ.შ. – ში. ანუ ახალ აღთქმისა და იესო ქრისტეს ეკლესიის მემკვიდრე არ არის და ვერც იქნება. ქრისტე მათეს სახარებაში (თავი 16, მუხლი 18) ამბობს: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.”სად იყვნენ „იეღოვას მოწმეები“ ამ დროს, 1300, 1600 თუ 1800 წელს? თუ ეკლესია არ არსებობდა? მაგრამ ეს ისევ და ისევ წმინდა წერილს ეწინააღმდეგება. შეუძლებელია, იესო ქრისტეს მიერ ორმოცდამეათე დღეს დაფუძნებული ეკლესია (საქმ. თ. 2, მუხ. 47). გამქრალიყო და შემდეგ კი კვლავ წარმოშობილიყო . . . 1878 წელს ესეიგი ეს ის ეკლესია არ არის, რომელიც ქრისტემ დააფუძნა!
2. ამ რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელები „ქვეყნიერების აღსასრულს“ წინასწარმეტყველებდნენ 1914, 1915, 1918, 1925, 1975 წლებში. ამის შესახებ ბიბლიაშიცაა ნათქვამი: „მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა“. (მათ.24,11) რატომ ცრუწინასწარმეტყველნი? ბიბლია ამბობს: „. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.“(მათ.24,36) „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.“ (მათ.24,42). ამოირჩიეთ ბიბლიას დავუჯეროთ თუ ცრუწინასწარმეტყველებს. (მათ.24,11)
3. ბიბლიის, „ახალი სამყაროს“ თარგმანს, რომელიც „იეღოვას მოწმეებმა“ გააკეთეს მეცნიერულად არასარწმუნოა და შეგნებულად გაკეთებული ასობით შეცდომითაა აღსავსე. სპეციალისტი ბერძნული ენის სფეროში დოქტორი მენტიუ ამ თარგმანის შესახებ ამბობს: „არ შემხვედრია არცერთი ე. წ. „თარგმანი“, რომელიც ასე შორს იყოს იმისგან, რასაც სინამდვილეში ასწავლის წმინდა წერილი.„იეღოვას მოწმეების“ მიერ გაკეთებული თარგმანები, ძალიან შორს დგას იმისგან, რაც ბერძნულ და ებრაულ ტექსტებშია. ეს შოკისმომგვრელი პაროდიაა!“ „ახალი სამყაროს“ თარგმანი ძველი ენების დარგის არცერთმა სპეციალისტმა არ აღიარა სარწმუნოდ“. განა ამაზე არ ამბობს ბიბლია: . . „და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა“(მრკ.7,13)?
4. დამაარსებლის, ჩარლზ ტეიზ რასელისთვის სულერთი იყო ვის ხმას უსმენდა: ღმერთის თუ სატანის. 1879 წლის „სიონის საგუშაგო კოშკის“ ივლისის ნომერში ის წერს: „ჭეშმარიტება –– სატანისგან მოცემული, ესეთივე ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება – ღვთის მიერ წარმოთქმული. მიიღეთ ჭეშმარიტება, სადაც არ უნდა ჰპოვოთ და რასაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ის.“ გასაკვირი არ არის, რომ „იეღოვას მოწმეები“ ამ სიტყვებსაც კი შეიწყნარებენ და ამ სიტყვების უკან ბიბლიის ხმა აღარ ისმის: „თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ . . . ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.“ (იოან.8,44) „და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.“ (2 კორ. 11, 14–15)
5. „იეღოვას მოწმეები“ ასწავლიან, რომ ღმერთს შეიძლება უწოდო მხოლოდ „იეღოვა“ ანუ „არსებული“. ბიბლია კი სულ სხვას გვიმტკიცებს. ქრისტე მას მამას უწოდებს: „ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა (მათ.6,9), იოანე მახარებელი ამბობს, რომ „სიტყვა იგი იყო ღმერთი“ (იოან. 1,1) და „ღმერთი არს სიყვარული“ (იოან. 4,8). ქრისტე, როცა ჯვარიდან მიმართავს თავის მამას, ამბობს: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ ანუ „ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?“ (მათ.27,46) „ელი“ არსებითი სახელის „ ელუახის“ ფორმაა, რაც „უფალს“ ნიშნავს. მაშ, რატომ არ ამბობს ის „ იეღოვა, იეღოვა! ლამა საბაქთანი?“!
6. „იეღოვას მოწმეებს არ სწამთ, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ბიბლია კი ამბობს: „ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.“ (ფილიპ. 2, 9–11). „დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“ (1 ტიმ. 3, 16) „. ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ.“ ( 1 იოან. 5, 20) „. და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2, 13).
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ბრალია ის, რომ პირველად „იეღოვას მოწმეები“ გესტუმრნენ და არა ქრისტეს ეკლესია და თქვენ ერთ–ერთი მათგანი გახდით. ჩვენ კი პავლე მოვიქულთან ერთად გეუბნებით: „ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ. რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად.“ (კოლას. 2, 8–9)
დაუფიქრდით ჩვენს შეკითხვებს და პატიოსნად გვიპასუხეთ: შეგიძლიათ შეეგუოთ ამ სწავლების აშკარა წინააღმდეგობებს წმინდა წერილთან თუ ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოთ?


2.Фриц Спрингмеер с наглостью утверждает, что «Ч.Т. Рассел определенно был Масоном», и перечисляет тридцать пять пунктов, которые якобы доказывают, что многое в образе мышления пастора, и его метафорика, позаимствованы у них. Среди прочего, Спрингмеер упоминает, что, как Исследователи Библии, так и Масоны:
- ищут Истину в Большой Пирамиде
- подчеркивают имя «Иегова»
- верят, что Библия написана кодом
- увлекаются числами и их специфическими значениями
- основываются на гностических понятиях «открытых тайн»
- используют подобные символы, особенно логотип «Креста и Короны»
- встречаются в залах Масонов
Тот же критик столь же упрямо выражает мнение, что пастор Рассел тайно был «выдающимся сатанистом», и что разные элементы магии были частью его религиозных убеждений, включая и «Крылатый Солнечный Диск» древнего Египта.
в учениях Свидетелей Иеговы присутствуют элементы арианства(Ариа́нство — еретическое течение в христианстве в IV—VI веков)По мнению некоторых исследователейи части общества является сектой.
Согласно решению суда от 4 августа 1999 года, допустимо называть организацию Свидетелей Иеговы сектой. В некоторых официальных документах организация классифицирована как «деструктивная религиозная организация (тоталитарная секта, деструктивный культ)»
Свидетели Иеговы отказываются переливать кровь (или её отдельные основные компоненты), приводя в качестве аргумента библейскую заповедь «воздерживаться от [идоложертвенного и] крови»
Ряд видных членов Свидетелей Иеговы многократно обвинялся судом в развращении малолетних (педофилии).
По решению суда Санкт-Петербурга № 2-237 от 4 августа 1999 г. на основании различных словарей и энциклопедий, признано что слово «секта» в отношении «Свидетелей Иеговы» является правомерным и «не может оскорбить чьих-либо чувств». К такому же заключению пришла экспертиза по учению «Свидетелей Иеговы» по гражданскому делу 2-452/99 (Головинский межмуниципальный суд САО г. Москвы)
Свидетелей Иеговы многократно обвиняли лже-пророчествах о Конце света, педофилии, еретическом толковании отрывочных цитат Библии, а также в демагогии и лжи (например, в ходе очередного судебного процесса основатель секты Ч. Т. Рассел во время перекрестного допроса, поклялся Богом говорить правду, но несколько раз был изобличен в лжесвидетельстве
Община Свидетелей Иеговы Швеции оказалась в центре громкого скандала после того, как 19-летний последователь этого учения обвинил пастора в педофилии.


ეს მასონთა სააქტო დარბაზია, სადაც ნათლად ჩანს მათი მასონური ჯვარი. 

 

 

ნათლად ჩანს ორივე "სარწმუნოების" მორმონთა და იეღოველთა დამფუძნებლების სისხლიანი ხაზი. ჩარზ რასელი ასევე იყო დამფუძნებელი სამარცხვინო "თავის ქალისა და ძვლების საზოგადოების" დამფუძნებელი, ის იყო სატანისტი და პედოფილი როგორც ამას ამბობს მისი მეუღლე და მეგობარი Rothschilds. Rothschilds იყო "იეღოვას მოწმეების" დამფინანსებელი, მას მიუძღვის წვლილი სხვადასხვა ორგანიზაციების დაფუძნებაში, მაგ. როგორიცაა B'nai B'rith. 

 

 

საქმე იმაშია რომ რასელის საფლავი არის ზუსტი ასლი მასონთა სიმბოლიკის! რომელზეც გამოსახულია მასონური ჯვარი! რასელი იყო მასონი.
ზუსტად იგივე ჯვარია გამოსახული საგუშაგო კოშკის თავდაპირველი გამოცემების გარეკანზე. 

 

ეს არის მასონური ჯვარი KNIGHTS TEMPLAR.
1931 წლის 15 ოქტომბრიდან მოყოლებული, საგუშაგო კოშკის გარეკანზე უკვე აღარ არის გამოსახული გვირგვინიანი ჯვრის მასონური გამოსახულება. 1936 წლის 31 იანვარს რუტერფორდმა გამოსცა ახალი წიგნი ''სიმდიდრე'', რომლის 27-ე გვერდზე ნათქვამია, რომ იესო ქრისტე ჯვარზე კი არ აცვეს, არამედ ის აწამეს ბოძზე მიბმული! აქედან უკვე აშკარად ჩანს თუ რატომ დასჭირდათ იაჰოველებს ამ სიცრუის მოგონება..! ეს იყო მცდელობა დაემალათ იეჰოველების კავშირი მასონებთან .

 


თვით მასონები აღიარებენ, ეს სიმბოლო (გვირგვინი და ჯვარი) ეკუთვნის იორკისა და შოტლანდიური წესის მასონ-ტამპლიერებს.
"The Cross and Crown may be said to be confined almost exclusively to the historical degrees in Masonry as exemplified in the various orders of knighthood of York and Scottish rites. In Gaul we find the cross to have been a solar symbol when it had equal arms and angles; to the Phoenicians it was an instrument of sacrifice to their God, Baal; and to the Egyptians, the crux ansata was his symbol of eternal life" (Ray V. Denslow, Masonic Portraits, Transactions of this Missouri Lodge of Research, vol. #29, p.7---emphasis in the original).
ამიტომაც, არსებობს მოსაზრება, რომ ჩ. ტ. რასელმა, ამ ორდენში, რომელის გავრცელებული იყო აშშ-ში მიაღწია ყველაზე მაღალ გრადუსებს ანუ განდობის საფეხურებს. შეხედთ ტამპლიერთა ორდენის იორკის რიტუალის მასონური სტრუქტურის ქვემოთ მოტანილ გრაფიკს 

 

 

გრაფიკიდან ჩანს, რომ განდობის 32-ე და 33-ე საფეხურები (გრადუსები) არის სწორედ "ჯვარი და გვირგვინი
თუ რატომ გააჩნდა რასელის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც დღეს "იეღოვას მოწმეებს" უწოდებენ, ანტიქრისტიანული მიმართულება; თუ რატომ ცდილობდა მასონი რასელი უფალ იესუ ქრისტეს დამცირებას და ჩამოჰყავდა იგი მთავარანგელოზ მიქაელის რანგში; რატომ გააჩნდა მასონ რასელს მძლავრი მიდრეკილება ისეთი ოკულტური საგნებისადმი, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები; რატომ უყვარდა მას ასე ციფრების მაგია და მომავლის წინასწარმეტყველება. 

 

 

ამ ბროშურის ბროშურის (რომლის სახელწოდებაა: "სიონის საგუშაგო კოშკი" (Zion's watch tower) შუაში თქვენ ხედავთ წაქცეულ ჯვარს, რომელიც მოქცეულია მასონურ გვირგვინში (სიმბოლურად აღნიშნავს მასონობის მიერ ქრისტეანობის "დატყვევებას", დამარცხებას). იეღოველებმა სადღეისოდ სიტყვა "სიონიც" ამოიღეს (ალბათ ჩათვალეს, რომ ეს სიტყვა მეტად ააშკარავებს მათი მოძრაობის ჭეშმარიტ ხასიათს).
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყოველივე ხდებოდა ერთი უბრალო მიზეზის გამო (და სხვა ვარიანტი აქ გამორიცხულია), _ მასონი რასელი ასრულებდა საკუთარი ბოსების შეკვეთას და მისი მტკიცებულებები დაფუძნებული იყო იმ "ჭეშმარიტებებზე", 

 

 

იეღოვას მოწმეთა დამფუძნებლის და მამამთავრის, ჩარლზ ტეიზ რასელის საფლავი. პირამიდის სახის მონუმენტი, რომლის სამკუთხა ზედა ნაწილს "ამშვენებს" თვალი, ხოლო ქვედა ნაწილში გამოსახულია მასონების 32-ე და 33-ე გრადუსების სიმბოლო _ ჯვარი და გვირგვინი 

 

იგივე პირამიდა (ჩარლზ ტეიზ რასელის საფლავი). უკან, გზის ბოლოს ჩანს მასონური ტაძარი. ხოლო პირამიდის ზედა ნაწილზე წაქცეული ჯვრისა და გვირგვინის მასონური სიმბოლო.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ იეღოვას მოწმეთათვის წარმოუდგენელი დასკვნა, კერძოდ, ის, რომ: ჩარლზ ტეიზ რასელი იყო აშშ-ს მასონთა იორკის რიტუალის ყველაზე მაღალი განდობის მქონე ტამპლიერი; თუ არადა, როგორ შეეძლო მას გამოეყენებინა ეს ემბლემა? უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში, იმ პერიოდში უკვე არსებობდა სასაქონლე ნიშნისა და საავტორო უფლებების ცნებები და ისეთი მძლავრი ორგანიზაცია, როგორიც იყო ამერიკული მასონობა არავის მისცემდა ვიღაც თვითმარქვიას საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა მათი უმაღლესი განდობის აღმნიშვნელი სიმბოლო.

 

 

კატეგორია: რელიგია | დაამატა: givi77777777 | ტეგები: დოკუმენტური ფილმი იეღოვას მოწმეების
ნანახია: 1432 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
პლეერი
ფაილის ატვირთვა
ვიდეოს გადმოწერა
rapidshare.com filefactory.com sendspace.com youtube.com google.com metacafe.com break.com vimeo.com sevenload.com mail.ru yandex.ru rambler.ru smotri.com tvigle.ru intv.ru yasee.ru narod.tv myvi.ru
3D ტეგები
ჯვარი
ერთ ხმიანი ბიზანტიური გალობა ქართულად. გალობს იოანე დამასკელის სახელობის გუნდი გალობა ჯვრის მონასტერი Βασίλισσα του Kόσμου - Queen of the World - Pl. 1st Tone Polyeleos - Chœur des Moines de Chevetogne Simonopetra Monastery Monks - Polyeleos, Psalm 135 Psalm 144 Psalm 94-95 გული ჩემი აღავსე ღმერთო (გალობა) Честнейшую херувим (Pray) ORTHODOX DIVINE LITURGY -THE CREED ,Τό Σύμβολον τής Πίστεως.
საიტის მეგობრები

500x354-e1627747872165.png

 

 

patriarchate-of-alexandria-logo.png

 

aleqsandre2010.ucoz.com

 

 

Georgian orthodox church calendar.

 

banner_gr.gif

 

logo_nau_ENGLISH.jpg

 

troparion of Saint Mark by yieroda Makarios of Nairobi

ვალუტა
Copyright MyCorp © 2024