მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ,
მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით,
მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი,
მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე...
მე ვარ მოძღვარი, თქვე ნკი არ მისმენთ,
მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით,
მე ვა რთქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით,
მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერი,
ნუ დამადანაშაულებთ მე!
რისთვის მიმატოვე,ადამიანო?
რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს?
რატომ დაემონე მტერსა ჩემსა?
გაიხსენე, შენთვის ზეციდან გარდამოვედ!
გაიხსენე, შენთვის ქალწულისაგან ვიშვი!
გაიხსენე, შენთვის შვილი ვიყავ!
გაიხსენე, შენთვის თავი დავიმდაბლე!
გაიხსენე, შენი გულისათვის გლახაკი ვიყავ!
გაიხსენე, შენთვის მიწიერად ვიცხოვრე!
გაიხსენე, შენი გულისათვის დევნა გადავიტანე!
გაიხსენე, შენთვის ბოროტსიტყვაობა, დამცირება, შეურაწყოფა, გინება, წყლულები, ჰნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი ვიტვირთე!
გაიხსენე, შენი გულისათვის უსჯულოთათანა შევირაცხე!
გაიხსენე, შენთვი სდამამცირებელი სიკვდილით მოვკვდი!
გაიხსენე, შენი გულისთვის დაკრძალულ ვიქმენ!
სასუფევლიდან ჩამოვედ, რათა შენ ამეყვანე იქ.
თავი დავიმდაბლე, რათა შენ ამემაღლებინე.
დავგლახაკდი, რათა შენ გამემდიდრებინე.
შეურაცხყოფილი ვიქმენ, რათა შენ განმედიდებინე.
თავი დავიწყლულე, რათა შენ განმეკურნე.
მოვკვდი, რათა შენ გამეცოცხლებინე.
შენ შესცოდე, მე კი შენი ცოდვა ვიტვირთე!
შენ დამნაშავე ხარ, მე კი დამსაჯეს!
შენ მევალე ხარ, ხოლო მე ვალი გადავიხადე!
შენ სიკვდილმისჯილიხარ, მე კი შენს მაგივრად მოვკვდი!
ამისკენ ჩემმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ მომიწოდა.
მე არ შემეძლო მოთმენა,რომ შენ ესე გეტანჯა!
ნუთუ შენ ამ ჩემს სიყვარულს უარყოფ? სიყვარულის წილს სიძულვილს მომაგებ?!
ჩემს მაგივრად ცოდვა შეგყვარებია?!
ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?!
რა ნახე ჩემში სიძულვილის ფასი?
რის გამო არ გსურს ჩემთან მოხვიდე?
სიკეთეს ეძებ? ყველანაირი სიკეთე მე მაქვს!
ნეტარება გინდა? ყველა ნეტარება მე გამაჩნია!
სილამაზე გინდა? ვინ არის ჩემზე ლამაზი!
ღირსება გსურს? ვინ არის ღვთის ძეზე და მარად ქალწულის ძეზე ღირსეული?
სიმაღლე გინდა? ვინ არის სასუფევლის უფალზე მაღალი?
დიდება გსურს? ვის აქვს ჩემზე მეტი დიდება?
სიმდიდრეს ეძებ? მე მაქვს ყველნაირი სიმდიდრე.
სიბრძნე გინდა? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.
ნამდვილი მეგობარი გსურს იპოვო? ვინაა მასზე მეტად გულწრფელი და მოსიყვარულე მეგობარი, რომელმაც სულითვისი დასდო ყოველთათვის?
დახმარებას ეძებ? ვინ დაგეხმარება ჩემს გარდა?
მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს ჩემს გარდა?
სიხარულს ეძებ? ვინ მოგცემს სიხარულს ჩემს მეტი?
მწუხარების დროს ნუგეშს ეძებ? ვინ განუგეშებს ჩემს გარდა?
სიწყნარეს ეძებ? ჩემთან ჰპოვებ სულის სიწყნარეს!
მშვიდობა გსურს? მე ვარ მშვიდობა სულისა!
სიცოცხლეს ეძებ? მე მაქვს წყარო სიცოცხლისა!
ნათელს ეძებ? მე ვარ ნათელი!
ნუთუ გზას ეძებ? მე ვარ გზა!
წინამძღოლს ეძებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი
!რატომ, რის გულისათვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?
ნუთუ ვერ ბედავ მოსვლას? აბა ვიღასთანაა უფროა დვილი მისვლა?
თხოვნა გერიდება? ვის ვუთხარი უარი,ვინც რწმენით მომმართა?
ნუთუ შენი ცოდვათა სიმრავლის გრცხვენია?
ჩემი გულმოწყალება გაცილებით მეტია!
,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქუენ’’.
ერთ ხმიანი ბიზანტიური გალობა ქართულად. გალობს იოანე დამასკელის სახელობის გუნდი
გალობა ჯვრის მონასტერი
Βασίλισσα του Kόσμου - Queen of the World - Pl. 1st Tone
Polyeleos - Chœur des Moines de Chevetogne
Simonopetra Monastery Monks - Polyeleos, Psalm 135
Psalm 144
Psalm 94-95
გული ჩემი აღავსე ღმერთო (გალობა)
Честнейшую херувим (Pray)
ORTHODOX DIVINE LITURGY -THE CREED ,Τό Σύμβολον τής Πίστεως.
საიტის მეგობრები
troparion of Saint Mark by yieroda Makarios of Nairobi